ჭიათურობა
პროექტის გეგმა
,,ოქროსფერი
სამოთხე“ (ეძღვნება ,,ჭიათურქალაქობას’’)
|
პროექტის ავტორი
|
|
|
სახელი და გვარი
|
სსიპ ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო
სკოლის დირექტორი-ცირა ბრეგვაძე,IV-ა კლასის
ხელმძღვანელი ასმათი მუმლაძე(მუშა
ჯგუფი: მუსიკის მასწავლებელი-ფატმან ცარციძე,პედაგოგები: მაკა ცერცვაძე,სოფიო
ლეჟავა, ლამზირა რობაქიძე)
|
|
რაიონი
|
|
|
სკოლა
|
მე-2 საჯარო სკოლა. IV-ა, IV-ბ, IV-გ კლასის
მოსწავლეები
|
|
ქალაქი
|
ჭიათურა
|
|
თემის
მონახაზი
|
|
|
თემის დასახელება
|
|
|
,,ოქროსფერი სამოთხე“ (ჭიათურქალაქობა)
|
|
|
თემის შინაარსი
|
|
|
.მოსწავლეებთან ერთად პროექტის
მიზნებისა და ამოცანების დასახვა და დავალებების დელეგირება.
. მოსწავლეთა მიერ იმერეთისა და ქალაქ ჭიათურის შესახებ
ინფორმაციის მოძიება , ვიდეორგოლების მომზადება და პრეზენტაცია.
.დასწრება საბავშვო სპექტაკლზე
და შთაბეჭდილებების გაზიარება,რომელიც შემდეგში ხელს შეუწყობს და
გაუადვილებს მოსწავლეებს თავადაც
მიიღონ მონაწილეობა წარმოდგენაში.
ქალაქ ჭიათურისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენის ,,ჩემი ჭიათურა“მოწყობა..
პოსტერის შექმნა ,,ჩემი
ქალაქი“
.მოსწავლეთა მიერ მასწავლებლის ფასილიტაციითა და მშობლების მეთვალყურეობით
ინტერნეტში ლექსების დაძებნა
თემაზე:,,იმერეთი“ და პრეზენტაცია.
მოსწავლეთა მიერ ლექსების
დაძებნა თემაზე: ,, შემოდგომა იმერეთში“
მასშტაბურ ღონისძიება
,,ჭიათურობაში“ მონაწილეობის მისაღებად
წარსადგენი სიმღერებისა და ცეკვების მომზადება
დირექციის ხელშეწყობით
,,ჭიათურობის“ დღეს მეორე საჯარო სკოლისათვის განკუთვნილი ადგილის გაფორმება-მოწყობისათვის საჭირო
ინვენტარისა და რესურსის შექმნა და მოძიება.
,,შებრუნებული საკლასო
ოთახისა“ და მეთოდ ,,მკითხველთა თეატრის“საშუალებით მასწავლებლის მიერ სპეციალურად ამ
დღისთვის შექმნილი მცირე ზომის სცენების წაკითხვა- დამუშავება და გაინსცენირება.
..დასკვნითი ღონისძიების სახით
წარმოდგენის ,,ოქროსფერი სამოთხე“ მომზადება
,,ჭიათურობის“დღეს სტუმრების მიღებისათვის.
|
|
|
საგანი
|
|
|
ქართული ენა და ლიტ-რა,ხელოვნება, ისტ-ი,
მუსიკა
|
|
|
დონე/კლასი/წარმომადგენლები
|
|
|
მე-2 საჯ. სკოლის IV-ა, IV-ბ, IV-გ კლასის
მოსწავლეები, დირექცია,მასწავლებლები.
|
|
|
განხორციელების დროის
ჩარჩო
|
|
|
ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით-1თვე
|
|
|
თემის
საფუძვლები
|
|
|
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
|
|
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის
გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა
და მზაობა;
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებებისინფორმაციის
კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების
გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
●
იდეებისა და აზრის
ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
●
სხვადასხვა ჯგუფთან
ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
●
საერთო მიზნების
მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
●
პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება
მოცემულ საკითხთანმედიაწიგნიერება
მედიაწიგნიერება
●
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა
და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების)
წიგნიერება
ტექნოლოგიის გამოყენება,
როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
განსხვავებულ როლებსა
და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია
●
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
●
დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და
შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
●
ადეკვატურად და პროდუქტიულად
თანამშრომლობა;
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
●
მაღალი სტანდარტებისა
და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა
●
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
●
აჩართული მხარების
ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
●
ერთიანობისა და ეთიკური
ქცევის დემონსტრირება;
●
ქართული
ენა და ლიტ-რა:
ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა,
გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
·
ყვება მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·
მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის
შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
·
ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ
ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის;
ქართ. IV. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
·
ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს
პაუზას სასვენ ნიშნებთან.
ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის
საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ
ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო
ენციკლოპედიაში, მარტივი ენით დაწერილი
მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
·
ამოიცნობს ტექსტში
მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ
მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
ტექსტში მოცემულ
ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები.
ქართ. IV. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
·
გამოხატავს წაკითხული
ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
·
ასახელებს ნაწარმოების
გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;
·
ასახელებს საყვარელ
პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;
·
წაკითხული ნაწარმოებიდან
მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ
ილუსტრაციებს (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს).
ქარ. IV.
9. მოსწავლეს შეუძლია
ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი,
ვიდეო და აუდიომასალა.
·
ვიზუალურად (წაკითხვის
ან მოსმენის გარეშე) ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტის (რეკლამის, აბრის, რეცეპტის, მარტივი
ინსტრუქციის, მოსაწვევი ბარათის) დანიშნულებას;
·
მასწავლებლის დახმარებით
შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
·
გრაფიკული რედაქტორის (painter) გამოყენებით, სურათებისა და სიტყვების
კოლაჟით გადმოსცემს მთლიანი ტექსტის ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსს;
·
ნაცნობი ტექსტისთვის
შეარჩევს თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ეფექტებს;
·
საყვარელი ნაწარმოების /
ზღაპრისთვის ქმნის წიგნის მაკეტს.
ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის
გამოყენება.
·
წაკითხული შინაარსის უკეთ
გაგების მიზნით გონებაში, წარმოსახვაში აცოცხლებს მას;
·
წაკითხული შინაარსის უკეთ
გაგების მიზნით გონებაში, წარმოსახვაში აცოცხლებს მას;
·
სარგებლობს სასკოლო
ბიბლიოთეკის კატალოგებით, ავტორისა და სათაურის მიხედვით მოიძიებს მისთვის
სასურველ წიგნს, სახელწოდების მიხედვით – საბავშვო ჟურნალ-გაზეთებს.
·
სარგებლობს სასკოლო
ბიბლიოთეკის კატალოგებით, ავტორისა და სათაურის მიხედვით მოიძიებს მისთვის
სასურველ წიგნს, სახელწოდების მიხედვით – საბავშვო ჟურნალ-გაზეთებს.
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი
ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.
·
კონკრეტული მიზნისა და
ადრესატის მიხედვით თხზავს და აფორმებს მოსაწვევი ბარათის ტექსტს;
ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად
შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
·
ქმნის სხვადასხვა ჟანრის
მცირე ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
ხელოვნება:
ს.გ. IV.2. მოსწავლეს
შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის
გამოყენების უნარი
ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
ხატავს ფანქრით, პასტელით, აკვარელით, გუაშით,
ს.გ. IV.3. მოსწავლე აკვირდება
გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია
დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ნახატში გადმოსცემს
გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას.
ს.გ. IV 4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების
შექმნა
შთაბეჭდილებებისა და
წარმოსახვის მეშვეობით.
·
ნამუშევარში გადმოსცემს სპექტაკლზე, კონცერტზე, ცირკში,
ზოოპარკში, მუზეუმში, ექსკურსიაზე ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს;
ს.გ. IV.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს
გუნდურ სამუშაოში, ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (ლიდერი, ჯგუფის წევრი);
·
დასმულ
ამოცანას გადაჭრის დამოუკიდებლად ან მეწყვილესთან ერთად;
·
ითხოვს
დახმარებას და იჩენს სხვების დახმარების ინიციატივას.
ს.გ. IV .7. მოსწავლეს
შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს
აზრი და იდეები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამბობს, რა მოსწონს ნამუშევარში, რა-არა,
ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია;
·
უსმენს მასწავლებელსა და
თანაკლასელებს და ითვალისწინებს მათ აზრს;
·
აღწერს ნაწარმოების შინაარსს;
·
სვამს
და პასუხობს კითხვებს ნამუშევრის წარდგინების დროს;
·
წარმოადგენს
ნამუშევრებს აუდიტორიის წინაშე.
ს.გ.
IV.9. მოსწავლე
პატივს სცემს საკუთარ და სხვის
ნამუშევარსა და აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
არ ხმაურობს თანაკლასელის ნამუშევრის წარდგინების დროს;
·
აცდის სხვას საუბარს;
მხარს უჭერს, ამხნევებს თანაკლასელებს,
და კეთილგანწყობილია
·
არ ხმაურობს თანაკლასელის ნამუშევრის წარდგინების დროს;
·
აცდის სხვას საუბარს;
მხარს უჭერს, ამხნევებს
თანაკლასელებს, და კეთილგანწყობილია
გ.
IV.10. მოსწავლე
მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს საკლასო სპექტაკლში;
·
მონაწილეობს
საკლასო და სასკოლო ზეიმში;
·
მონაწილეობს
საკლასო და სასკოლო გამოფენაში
·
;ს.გ. IV.13.
მოსწავლე ეცნობა ადგილობრივ გარემოში არსებულ ხელოვნების ნიმუშებზე:
·
მსჯელობს
ხელოვან ადამიანებზე და ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებითაც ცნობილია მისი უბანი, სოფელი, დაბა,
ქალაქი, რაიონი.
მუსიკა:მუს. IV.2. მოსწავლეს შეუძლია
სიმღერა
მარტო და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
თანაკლასელებთან ერთად ასრულებს პოპულარულ მელოდიებს,
ერთხმიან და მარტივ ორხმიან სიმღერებს მასწავლებლის დახმარებით;
მუს. IV.6.
მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში მუშაობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მუშაობს სხვებთან ერთად;
·
ეხმარება თანაკლასელებს;
·
ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს;
·
ემზადება ჯგუფური წარმოდგენისათვის.
მუს. IV.9. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს
კლასის ღონისძიებებში;
·
დადის თეატრში, კონცერტზე, მუზეუმში.
მუს. IV.10. მოსწავლეს აქვს უნარი,
პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
დადებითად აფასებს
თანაკლასელების მიერ გამოვლენილ ნებისმიერ უნარს – სიმღერა,
ცეკვა, ხატვა, რიტმის გრძნობა, წერის უნარი;
·
აცდის სხვებს
პასუხის დასრულებას;
·
კორექტულია აზრის
გამოთქმის დროს.
მუს. IV.13. მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი
ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.
·
აკავშირებს მუსიკალური ნაწარმოებების სიუჟეტს,
ტექსტს ყოველდღიურ მოვლენებთან (მგზავრობა,
თამაში, ამინდი.)
|
|
|
პროექტის სასწავლო
მიზნები/სწავლის შედეგები
|
|
|
მოსწავლეთა სრულფასოვან
აღზრდას, 21-ე საუკუნის პიროვნებებად ჩამოყალიბებას უპირველეს ყოვლისა ხელს
უწყობს ის,თუ რამდენად ხშირად იქნებიან ისინი ჩაბმულნი სასკოლო თუ
საზოგადოებრივ,მით უმეტეს მასშტაბურ
ღონისძიებებში.აუცილებელია მოსწავლეებს
ვასწავლოთ სოციუმთან ჯანსაღი ურთიერთობა.
ჩემი პროექტი ვფიქრობ,წინგადადგმული ნაბიჯია მომავალი თაობის სულიერად, მაღალი
იდეალების მქონე პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
მოსწავლებს მოუწევთ
ღონისძიების წარმართვა ფართო აუდიტორიის:როგორც ჭიათურის
მოქალაქეებისა,გამგეობის,საკრებულოს,მერიის
წარმომადგენლების, პედაგოგების, მშობლების, ასევე მოწვეული უცხო
სტუმრების წინაშე.ეს კი მათ შესძენს საჭირო გამოცდილებას წარმოაჩინონ საკუთარი თავი,შესაძლებლობები,შემოქმედებითი
უნარები და მოახდინონ მაქსიმალური
თვითრეალიზაცია მომავალში მსგავს ფარტომასშტაბიან ღონისძიებებში.
ასევე მოსწავლეები მოიპოვებენ,მიიღებენ
, დაამუშავებენ მნიშვნელოვან
ინფორმაციას და გაიმდიდრებენ ცოდნას საკუთარი კუთხის-იმერეთისა და
ქალაქის-ჭიათურის შესახებ.
ჩემი პროექტი, ვფიქრობ უდიდეს სიხარულსა და
ბედნიერებას მიანიჭებს და მოსწავლეთა მშობლებსა და მათ ახლობკლებს,რადგან
იგრძნობენ როგორ ახდენენ მათი პატარებიტვითრეალიზაციას და როგორ ჭრიან
პრობლემებს დამოუკიდებლად მუშაობის პროცესში.
პატარებს წიგნის სიყვარულსაც გაუღვივებს,
რამეთუ ,,მკითხველთა თეატრი“, ,,როლური თამაშები“, ინსცენირებები და სხვა
მრავალფეროვანი აქტივობები გამოიწვევს ბავშვებში ლიტ-რასადმი, წიგნისადმი,თეატრისადმი დაინტერესებასაც.
მუშაობის პროცესში მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის პიროვნებისთვის საჭირო თვისებებსა და უნარ-ჩვევებს.
განხორციელდება პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება და ის უნარ-ჩვევები, რაც თანამედროვე სწავლების
უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა.
მოსწავლეებს განუვითარდებათ ტექნოლოგიების ფლობის
უნარები,მაქსიმალურად ამაღლდება მოტივაცია და ჩართულობა როგორც სასკოლო,ასევე
საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ
და განუვითარდებათ ურთიერთ
დახმარების, უფროსებისადმი პატივისცემისა და გვერდში დგომის გრძნობა.თანამშრომლობითი,კოლაბორაციული,შემოქმედებითი
უნარები.
გაეცნობიან თეატრთან
დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებსა და მათ მნიშვნელობებს.
მოხდება საგანთა შორის კავშირი,ინტეგრაცია და მაღალი დონით ცოდნის
ტრასფერი.
პატარებს მუდმივი კავშირი ექნებათ ელ.ტექნოლოგიებთან.აქედან გამომდინარე
გაიზრდება მისი მოხმარებისა და დაუფლების დონე.
პროექტის ფარგლებში პატარებს სისტემატიურად მოუხდებათ ცხოვრებისეული გამოცდილების
გამოყენება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრაზე ზრუვა.
განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება,ფანტაზია, შემოქმედებითი უნარები,
საკუთარი შთაბეჭდილებებისა და აზრის ნახატში გადმოცემის უნარი.
შეეჩვევიან საკუთარი ხელით (შესაძლებლობებიდან გამომდინარე)ვიზუალური
საშუალებების დამზადებას.
სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში,საზოგადოებრივ
საქმიანობაში აქტიურად ჩართვის უნარი.
ეს
ყველაფერი ხომ უმნიშვნელოვანესი თვისებებია ჩვენი პატარებისათვის წარმატებული ცხოვრების გზებზე მწვერვალების
დასალაშქრად.
|
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სასწავლო პროექტის დაწყებამდე
წინასწარი ცოდნის გააქტიურების მიზნით ჩატარდება აქტივობები.მოსწავლეთა
იდეების გენერირება მოხდება ,,გონებრივი იერიშის რუკაზე“დატანით. შეივსება ნაწილი
ცხრილისა, რომელიც მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე იმერეთისა და ჭიათურის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას. პროექტის ფარგლებში
მასწავლებელი რამდენჯერმე მიმართავს მოსწავლეების საჭიროებების შეფასებას
საბაზისო ცოდნის განსაზღვრის მიზნით. მოსწავლეები იმუშავებენ გეგმის მიხევით,თანმიმდევრულად ,განაახლებენ სქემას,,ვიცი,მინდა
ვიცოდე,ვისწავლე.“ დღიურებში და სხვა დოკუმენტები დაეხმარება მასწავლებელს
მოსწავლეების ცოდნის პროგრესის შეფასებაში. პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები
შეიმუშავებენ პროექტის გეგმას, რომელიც სწავლის პროცესში დაეხმარებათ. პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებში წამოჭრილი ,,მძიმე“ კითხვები გაანალიზდება შემდეგი აქტივობების დახმარებით:
“,,ავტოსადგომი“ ,,შავი
ლაქა“,,მინიინტერვიუების“ აღება ახლობლებთან ჭიათურის წარსულის შესახებ. ეს
ყველაფერი დაეხმარება მასწავლებელს მიმდინარე საქმიანობის პროგრესის
შეფასებაში.მასწავლებელი დაკვირვებას აწარმოებს ასევე მოსწავლეთა მიერ
მომზადებულ ვიდეორგოლებზე,
დისკუსიებზე,,,შებრუნებული საკლასო ოთახის“ და სხვა აქტივობის შესრულებასა და
ხარისხზე, ჩართულობაზე.დირექციის ჩართულობით განისაზღვრება საჭიროებები და
მათთვის რესურსების მოძიების გზები,მათგან მუდმივი მხარდაჭერით მოხდება
თანამშრომლობა ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ,კლასის ხელმძღვანელი
უზრუნველყოფს ღონისძიებისა
და აქტივობების განხორციელებას,მშობელთა
ჩართულობას ამ აქტივობებში.მუსიკის მასწავლებელი დაეხმარება მოსწავლეებს
შესაბამისი მუსიკალური ნომრების მომზადებაში.ისინი ერთობლივად აწარმოებენ
მონიტორინგს. მოსწავლეები მიმართავენ
თვითშეფასა და ურთიერთშეფასებას ჯგუფში საკუთარი ნამუშევრის შეფასებისთვის.
პროეტის საბოლოო პროდუქტის შეფასება
მოხდება თეატრალური წარმოდგენის, ნახატების,პოსტერის
მომზადებაში ჩართულობით. პროექტის
დასრულების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ ცოდნას და შემდგომ
ნაბიჯებს. საბოლოო პროდუქტი პროექტის
რუბრიკის გამოყენებით შეფასდება
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სხვა საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც
მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისშისასწავლო
·
ბეჭდვის და
თაგუნას მოხმარების უნარ-ჩვევები
(ბეჭდვა, ფუნქციებში შესვლა, კოპირება, ჩასმა და ფაილის დამახსოვრება,ppp_ში პრეზენტაციის შექმნა.)
·
პროგრამა ვორდის
მოხმარების საბაზისო უნარ-ჩვევები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
.მოსწავლეებთან ერთად პროექტის
მიზნებისა და ამოცანების დასახვა და დავალებების დელეგირება.
პროექტის დაწყებამდე 1კვირით ადრე მეოთხე კლასების მოსწავლეთა ნაწილთან და მასწავლებლებთან ერთად
შევჯერდებით სამუშაო
თემატიკასა და
თემატიკიდან გამომდინარე შესაბამის
დავალებებზე: ,,ჩემი იმერეთი“ მოხდება დავალებათა დელეგირება,განაწილება.
მომდევნო
1კვირის განმავლობაში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ჭიათურის საამაყო წარსული და დღევანდელობის შესახებ. იმუშავებენ ინდივიდუალურად,
წვილებში, ჯგუფებში , მოამზადებენ ვიდეორგოლებს, ამისათვის ისინი ესტუმრებიან
არამარტო
ელ.სისტემებს ,არამედ ბიბლიოთეკებსა და
უფროსებსაც .ერთმანეთთან ექნებათ სისტემატიური
კავშირი, შეჯამდება მიღებული ცოდნა და მოხდება
პრეზენტაცია.
.( მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიება თეატრის
შესახებ )
რამდენიმე დღის შემდეგ მე და
ჩემი პატარები ვეწვევით ჭიათურის თეატრს
სპექტაკლზე
დასასწრებად.
1კვირა დაეთმობა შთაბეჭდილებების გამოხატვას ნახატებისა თუ თხზულებების სახით. მოეწყობა
ნახატების
გამოფენა:,,ჩემი ჭიათურა“
პრეზენტაცია დაძებნილი
ლექსებისა იმერეთზე
პოსტერის შექმნა. ,,ჩემი
ქალაქი“ მომდევნო კვირის განმავლობაში.
დირექციის ხელშეწყობით ,,ჭიათურობის“ დღეს
მეორე საჯარო სკოლისათვის განკუთვნილი
ადგილის გაფორმება-მოწყობისათვის საჭირო ინვენტარისა და რესურსის შექმნა
და მოძიება.
,შებრუნებული საკლასო ოთახის“ ოთახისა“ და მეთოდ ,,მკითხველთა თეატრის“საშუალებით მასწავლებლის
მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი
მცირე ზომის სცენების წაკითხვა-
დამუშავება და გაინსცენირება.
..დასკვნითი ღონისძიების სახით
წარმოდგენის ,,ოქროსფერი სამოთხე“ მომზადება
,,ჭიათურობის“დღეს სტუმრების მიღებისათვის.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის
სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის
წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული
კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
|
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ
პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
|
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
|
ინვენტარი/მასალები
|
ბუკები,თაბახის
ფურცლები,ფლომასტერები,ფერადი ფანქრები, გუაში, ფერადი ცარცი,სპექტაკლისათვის
საჭირო ბუტაფორიები,კოსტიუმები და ნივთები,ილუსტრაციები, ფოტოაპარატი. სკოლის ბაზაზე არსებული რესურსები, პროექტორი,
კომპიუტერი, ინტერნეტი, სააქტო დარბაზი, ხმის გამაძლიერებელი, ასევე მშობლების მიერ
მოწოდებული შესაბამისი ინვენტარი.
|
|
სხვა რესურსები
|
ლოკაციის
ადგილის გასაფორმებლად:შემოდგომის ნობათი,ხილი,,,ურემი“ ქვევრი,,,საწნახელი“
ჩურჩხელების ამოსავლებად საჭირო ინვენტარი, ,,ბუხარი“ თიხის ჭურჭელი იმერული
ეზოს იმიტაციის შესაქმნელად.
|
Comments
Post a Comment